ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არასამთავრობოები და პარტიები აფხაზეთში ღრმა სისტემურ კრიზისზე საუბრობენ

3 მაისი, 2014 • • 1335
არასამთავრობოები და პარტიები აფხაზეთში ღრმა სისტემურ კრიზისზე საუბრობენ

აღნიშნული განცხადების მთავარი ადრესატი აფხაზეთის ხელისუფლება და პრეზიდენტია. 

 

განცხადებაში წერია, რომ რუსეთის მხრიდან კოლოსალური დახმარების მიუხედავად, შრომისუნარიანი მოქალაქეების 70% დაუსაქმებელია, აფხაზეთში კორუფციის დონემ არარსებულ მასშტაბებს მიაღწია და დანაშაულმა და ნარკომანიამ ქვეყანა შთანქთა. 

 

მიმართვის ავტორები პრეზიდენტს და ხელსუფლებას ადანაშაულებენ, რომ მან ვერ შეასრულა დაპირებები, რომელიც სისტემურ რეფორმებს შეეხებობდა, და მმართველ პარტიას აძლევენ რეკომენდაციას გადახედოს 10 წლის წინანდელ დაპირებებს და მეხსიერება გაიუმჯობესოს. 

 

“ხალხი იმისთვის ირჩევს ხელისუფლებას, რომ მან მისი კეთილდღეობა და უსაფრთხოება უზრუნველყოს. გაართვა თუ არა დღევანდელმა ხელისუფლებამ თავი ამ ფუქნციებს? რა თქმა უნდა, არა.


ანქვაბმა უზურპირება მოახდინა პრეზიდენტის სავარძლის. მისი პოლიტიკური კრედო გახდა საზოგადოების მოთხოვნების იგნორირება, ავტორიტარიზმი. არასდროს უცდია ჰქონოდა საზოგადოებასთან კონსტრუქციული დიალოგი, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებთან. ვხვდებით, რომ პრეზიდენტი არანაირი რეფორმის გატარებას არ აპირებს და არც ცდილობს თავის პოლიტიკაში რაიმე შეცვალოს,“- წერია განცხადებაში.  

 

ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობოები მიმართვაში ითხოვენ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნას, რაც მათი განმარტებით, საშუალებას მისცემდა ქვეყანაში ანტიკრიზისული ღონისძინებების გატარებას და რეფორმების განხორციელებისთვის პოლიტიკურ საფუძველს შექმნიდა. 

 

“ჩვენი მიზანია პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ფორმირება, რომლის შემადგენლობაში შევლენ პროფესიონალები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, მათ შორის ისინიც, ვინც დღეს ხელისუფლებაში მუშაობენ, მაგრამ მათი ინიციატივები პრეზიდენტის მიერ იზღუდება. ჩვენი მიზანია საზოგადოების კონტროლის ქვეშ მოექცეს ხელისუფლება, რომ დასრულდეს ქვეყნის ერთპიროვნულად მართვა. ამიტომ გვინდა, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის უფლებამოსილებები გადანაწილდეს. 


თუკი პრეზიდენტი არ შეისმენს ჩვენს მოწოდებებს, ჩვენ ვერ ვხედავთ სხვა გამოსავალს იმის გარდა, რომ საერთო სახალხო მსვლელობა მოვაწყოთ. ამ იდეაში არ არის რაიმე უკანონო, ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა. ვფიქრობთ, პრეზიდენტს არ უნდა აშინებდეს საზოგადოების ნების გამომხატველი ტრადიციული ფორმები,”- წერია განცხადებაში. 


ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრ ანქვაბმა ხმების 54% მოიპოვა.


ფოტო: apsny.ru
ფოტო: apsny.ru

მასალების გადაბეჭდვის წესი