ახალი ამბები

ფსიქოლოგიური ექსპერტიზის შემდეგ გადაწყდება, ვცნობთ თუ არა მაქარაშვილს დაზარალებულად – პროკურატურა

25 ოქტომბერი, 2018 • 1105
ფსიქოლოგიური ექსპერტიზის შემდეგ გადაწყდება, ვცნობთ თუ არა მაქარაშვილს დაზარალებულად – პროკურატურა

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელსაც გორის მერიის თანამშრომელმა თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო, პროკურატურამ დაზარალებულეად არ ცნო. უწყებაში აცხადებენ, რომ ამას ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გადაწყვეტენ.

როგორც  პროკურატურაში აცხადებენ,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლი მოიცავს პირის დამცირებას, ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.

უწყებაში ამბობენ, რომ კანონის მიხედვით შეესაბამება თუ არა გიგა მაქარაშვილის მდგომარეობა მისი დაზარალებულად ცნობის მოთხოვნას, დადგინდება საქმეზე დანიშნული ფსიქოლოგიური ექსპერტიზით, რომლის პასუხიც გამოძიებას ჯერ არ მიუღია:

“მაქარაშვილის დაზარალებულად ცნობას სჭირდება საფუძველი, ამ შემთხვევაში სწორედ ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გადაწყდება, იქნება თუ არა მაქარაშვილი ცნობილი დაზარალებულად. ყოველივე ეს მაქარაშვილს და მის უფლებადამცველს ზედმიწევნით განემარტათ და წერილობით ეცნობათ”, – აცხადებენ პროკურატურაში.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ქსპერტიზის დანიშვნის საფუძველი მისივე ჩვენება იყო იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრავმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი