ახალი ამბები

პრეზიდენტმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა

25 ოქტომბერი, 2018 • 1241
პრეზიდენტმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 25 ოქტომბერს 57 მსჯავრდებული შეიწყალა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ პრესრელიზში წერია, შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ შეწყალების აქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 30 მსჯავრდებული.

“ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 27 პირს, მათ შორის 2 ქალს”.

უწყების თანახმად, შეწყალების საკითხთა კომისიამ 22-24 ოქტომბრის პერიოდში  575 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.

“პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი