ახალი ამბები

“ეპლი” და “სამსუნგი” დააჯარიმეს სმარტფონების მუშაობის მიზანმიმართულად შენელებისთვის

24 ოქტომბერი, 2018 • 3431
“ეპლი” და “სამსუნგი” დააჯარიმეს სმარტფონების მუშაობის მიზანმიმართულად შენელებისთვის

კომპანიები, “ეპლი” (Apple) და “სამსუნგი” (Samsung) სმარტფონების ძველი მოდელების მუშაობის მიზანმიმართულად შენელებისთვის 10 და 5 მილიონი ევროთი დააჯარიმეს.

კომპანიები იტალიის კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა.

“გარდიანის” თანახმად, იტალიაში იანვარში დაწყებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ კომპანიების ზოგიერთ პროგრამულ განახლებას (software update-ს) უარყოფითი ეფექტი ჰქონდა მოწყობილობების მუშაობის სისწრაფეზე — ახალი სისტემა ძველ მოდელებზე ნელა მუშაობდა.

გამოძიების მტკიცებით, ახალი ოპერატიული სისტემები ძველი მოდელების მუშაობას იმ მიზნით ანელებდა, რომ მომხმარებლები იძულებული გამხდარიყვნენ, ახალი მოდელები ეყიდათ.

როგორც გამოცემა წერს, ეს, სავარაუდოდ, პირველი ასეთი სახის გადაწყვეტილებაა სმარტფონების მწარმოებლების წინააღმდეგ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი