ახალი ამბები

Freedom House: პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველომ შედეგი გააუმჯობესა

2 მაისი, 2014 • • 1301
Freedom House: პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველომ შედეგი გააუმჯობესა

პრესის თავისუფლების მაჩვენებლის 100 ქულიანი შეფასების სისტემით, საქართველომ წინა, 2012 წელთან შედარებით ორი ქულით გააუმჯობესა შედეგი და 47 ქულა მოიპოვა. 


უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოსთვის ეს საუკეთესო შედეგია [2010 – 55; 2011 – 52; 2012 – 49].


 

 

საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში წერია, რომ საქართველოს გაუმჯობესებული შედეგი დაკავშირებულია კანონმდებლობაში “must carry/must offer”-ის პრინციპების ასახვასთან, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქვეყანაში საკაბელო მაუწყებლები ყველა სატელევიზიო მაუწყებელს უნდა მოემსახურონ. 

 

ანგარიშის მიხედვით, ყველა მნიშვნელოვან წარმატებას პრესის თავისუფლების კუთხით ყირგიზეთმა მიაღწია, რომელმაც საქართველოსგან განსხვავებით 3 ქულით გააუმჯობესა შედეგი.  

 

“ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას პრესის თავისუფლების საკითხში ყირგიზეთმა მიაღწია, რომლის რეიტინგი 69 დან 66 ქულამდე ჩამოვიდა. ეს გამოწვეული იყო ქვეყანაში მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების წინააღმდეგ რიგი შემზღუდავი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებისა და ჟურნალისტებზე თავდასხმების რიცხვის შემცირებით, თუმცა ინფორმაციის მრავალფეროვან წყაროებზე ხელმისაწვდომობა მშობლიურ ენაზე ყირგიზეთისთვის კვლავ ამოცანად რჩება,” – წერია ორგანიზაციის 2014 წლის ანგარიშში.

 

რაც შეეხება ზოგად სურათს, ანგარშის მიხედვით, მსოფლიოში პრესის თავისუფლების ხარისხი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.


მწვანე -თავისუფალი; ყვითელი - ნაწილობრივ თავისუფალი; ლურჯი - არა თავისუფალი
მწვანე – თავისუფალი; ყვითელი – ნაწილობრივ თავისუფალი; ლურჯი – არა თავისუფალი


როგორც ანგარიშშია განმარტებული, ეს გამოწვეული იყო ახლოაღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ეგვიპტეში, ლიბანსა და იორდანიაში, ასევე, უკრაინაში, თურქეთში და აღმოსავლეთ აფრიკის რიგ ქვეყნებში განვითარებული მოვლენებით. 


“იმის მიუხედავად, რომ რიგ ქვეყნებში პრესის თავისუფლების ხარისხის პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება, უარყოფითი ტენდენციები უფრო თვალშისაცემია. ადამიანთა მხოლოდ 14%, ანუ 7 ადამიანიდან 1 ცხოვრობს იმ ქვეყანაში, სადაც მასობრივი კომუნიკაციების საშუალებები “თავისუფალია” [44% – “არა თავისუფალი”  და “ნაწილობრივ თავისუფალი” – 42%]. ჩვენ ვხედავთ მასობრივი კომუნიკაციების საშუალებების თავისუფლების ხარისხის შემცირებას, ხელისუფლებების ძალისხმევას დაამყარონ კონტროლი ინფორმაციაზე და დასაჯონ ისინი, ვინც ამ ინფორმაციას გადაცემს. მსოფლიოს ყველა რეგიონში წინა წელს ვნახეთ, რომ ჟურნლისტებს თავს ესხმიან, როგორც მთავრობა, ასევე, კერძო სუბიექტები, რომლებიც უბლოკავენ მათ ფიზიკურ ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვან მოვლენებზე, ახორციელებენ ცენზურას და ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებულ გათავისუფლებას უკვეთავენ,” – განმარტავს კარინ კარლეკარი, ანგარიშის პროექტის დირექტორი.

 

მისივე განმარტებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთისა და ჩინეთის მთავრობები ცნობილ უცხოელ კორესპონდენტებს უარს ეუბნებოდნენ ვიზების გაცემის დროს.


“მაგრამ ეგვიპტის ახალი ხელისუფლება უფრო შორს წავიდა და ალ ჯაზირას თანამშრომლები ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავა,”- ამბობს კარლეკარი.

 

იმ ქვეყნებში, სადაც მედიის მდგომარება გაუმჯობესებულია, ანგარიშის შესაბამისად, რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორისაა კერძო ტელე-რადიოკომპანიების ზრდის ტენდენცია და ინტერენეტრესურსებსა და სოციალურ მედიაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. 

 

ყველაზე დაბალრეიტინგიან ქვეყნებს შორის, ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, რჩება ბელორუსი, კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი, უზბეკეთი და ა.შ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი