ახალი ამბებირეკლამა

10 პროდუქტი თქვენი დაზიანებული თმის გაჯანსაღებისთვის

24 ოქტომბერი, 2018 • 22849
10 პროდუქტი თქვენი დაზიანებული თმის გაჯანსაღებისთვის

შეღებვა, გასწორება, ქიმიური დახვევა, ფენით გაშრობა, ხშირი დაბანა და დაბინძურებული ჰაერი თმას აზიანებს, ბზინვარებას უკარგავს და უსიცოცხლოს ხდის.

გთავაზობთ პროდუქტებს, რომელიც სწორედ ასეთი პრობლემებისთვის არის განკუთვნილი და თქვენს დაზიანებულ თმას გააჯანსაღებს.

1. თუ გამომშრალი და დაზიანებული თმა გაქვთ, მაშინ Ziaia-ს თხის რძის შამპუნს გირჩევთ.

ეს შამპუნი განკუთვნილია სპეციალურად მშრალი და დაზიანებული თმისთვის. შეიცავს  თხის რძის ექსტრაქტსა და კერატინს, რომელიც აღადგენს დაზიანებულ, უსიცოცხლო თმას,  კვებავს, ანიჭებს ბზინვარებასა და ელასტიურობას, აიოლებს ვარცხნას. თმის სრულყოფილი მოვლისთვის Ziaia-ს თხის რძის სერია ბალზამსა და ნიღაბსაც გთავაზობთ.

2. თმის უთოს ხშირად გამოყენებით, ან სხვადასხვა პროფესიული პროცედურის გამო დაზიანებული თმისთვის მოსავლელად Caudalie-ს შამპუნი კონდიციონერი გამოიყენეთ.

პროდუქტი გამოიყენება ყველა ტიპის თმისთვის, შეღებილის ჩათვლით. ამაგრებს და იცავს თმას დაზიანებისგან. რეკომენდებულია პროფესიული პროცედურების – გასწორებული თმის ყოველდღიური მოვლისთვის, ასევე თმის გადანერგვის შემდეგ. შეიცავს ნატურალური წარმოშობის კომპონენტებს, არ შეიცავს ნატრიუმის ლაურატ სულფატს.  

3. თუ თქვენი პრობლემა გამომშრალი სკალპი და ფსორიაზია, მის მოსაგვარებლად Bioderma-ს Node K კონცენტრანტი დაგეხმარებათ.

Node K კონცენტრანტი აცილებს მშრალ ქერტლს, აქვს ამამშვიდებელი და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. შიის ხის ზეთი და ვაზელინი ოპტიმალურად ატენიანებს სკალპს და იცავს გამოშრობისგან. ასევე, არ შეიცავს სულფატებს. ეს კონცენტრატი პირველი სამი კვირის განმავლობაში გამოიყენება 3-ჯერ, შემდეგი ორი კვირა ერთხელ ან ორჯერ, შემდეგ კი თვეში 2 ჯერ. პროდუქტი სკალპზე დაბანამდე 15 წუთით ადრე უნდა დაიტანოთ, შემდეგ კი  Node K სამკურნალო შამპუნით ჩამოიბანეთ.

4. თუკი თმის ყოველდღე, ან თითქმის ყოველდღე  დაბანა გიწევთ, მაშინ გირჩევთ, Bioderma-ს Node Fluid გამოიყენოთ.

ეს შამპუნი სპეციალურად ყოველდღიური გამოყენებისთვის არის შექმნილი და თხელი კონსისტენცია აქვს. თავის კანს ამშვიდებს და ატენიანებს, თმას კი ბზინვარებას მატებს. მისი გამოყენება პროცედურის შემდეგ არის შესაძლებელი. ეს შამპუნი არ შეიცავს სულფატებს, რაც მას კიდევ უფრო სასარგებლოს ხდის.

5. დაზიანებული თმის აღსადგენად Sebamed-ის ეს აღმდგენი შამპუნი გამოგადგებათ.

დაზიანებული თმის აღმდგენი შამპუნი სპეციალურად არის შემუშავებული თმის დაზიანებული სტრუქტურის აღსადგენად თმის შეღებვის, ფენით გაშრობის ან მზის სხივებით დაზიანების შემდგომ. თავისი მაღალეფექტური თვისებების წყალობით, შამპუნი წმენდს და იცავს თმას დაზიანებისგან.

განსაკუთრებული მახასიათებელი, რომელიც ამ შამპუნს აქვს, არის, რომ მის შემადგენლობაში შემავალი ბიოპოლიმერები დამცავ თხელ გარსს ქმნიან და იცავენ თმას დამაბინძურებელი ფაქტორებისგან. ასევე, ნატურალური ხორბლის პროტეინი და დამატენიანებელი თმისა და თავის კანის ჰიდრო ბალანსს არეგულირებს.

6. თუკი თქვენი პრობლემა ცხიმიანი თმაა, Le Petit Olivier-ის ვარდისფერ თიხაზე დამზადებული შამპუნი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

შამპუნში შემავალი ვარდისფერი თიხა ამცირებს ცხიმის გამოყოფას, მირტის ექტრაქტი კი, რომელი  ძლიერი ანტიოქსიდანტია, ქერტლის წარმოქმნას აფერხებს. ამ შამპუნით დაბანის შემდეგ თმა ხანგრძლივი დროით ინარჩუნებს ბზინვარებას და სისუფთავის შეგრძნებას. არ შეიცავს პარაბენებს.

7. ქერტლის სამკურნალოდ Bioderma-ს Nope P-ს გირჩევთ.

ამ შამპუნს აქვს ქერტლის საწინააღმდეგო მოქმედება, ინტენსიურად ამშვიდებს სკალპს და ქავილის შეგრძნებას აქრობს. ანიჭებს თმას ბზინვარებას. გამოიყენება ნებისმიერი ტიპის თმისთვის მათ შორის გაღიზიანებული სკალპისთვის. სულფატების გარეშე.

8. თმის ცვენის საწინააღმდეგოდ Sebamed-ის ამ შამპუნს გირჩევთ.

შამპუნი თმის ცვენას თავისი განსაკუთრებული მახასიათებლების წყალობით ებრძვის. კერძოდ, კომპლექსი: NHE ფორმულა + კოფეინი + გინგკო ბილობა, თავის კანის მიკროცირკულაციას აუმჯობესებს.

9. მშრალი და ხვეული თმის მოვლისთვის გირჩევთ La Petit Olivier-ის არგანის კრემ-ნიღაბს, რომელსაც ჩამობანა არ სჭირდება.

ნიღაბი სპეციალურად მშრალი და ხვეული თმის მოვლისთვის არის განკუთვნილი. პროდუქტი შეიცავს ზეთისხილის ექსტრაქტს, კარიტესა და არგანის ზეთს, არ შეიცავს კონსერვანტებსა და პარაბენს.

10. და ბოლოს, თუ თქვენი თავსატეხი შეღებილი თმის მოვლაა, შეგიძლიათ Ziaia-ს შეღებილი თმის შამპუნი და ნიღაბი გამოიყენოთ, რომელიც აბუსალათინის ზეთის გამოყენებით არის დამზადებული.

ეს პროდუქტი უნარჩუნებს თმას ფერს, ამაგრებს თმის ძირებს და იცავს დაზიანებისგან. აქტიურად კვებავს შეღებილ თმას და აძლევს მოცულობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი