ახალი ამბები

დილით რ2 გამოვრთე, შევჭამე უმი ხახვი და გემრიელ ხბოს მწვადად მომეჩვენა – გოცირიძე

24 ოქტომბერი, 2018 • 3073
დილით რ2 გამოვრთე, შევჭამე უმი ხახვი და გემრიელ ხბოს მწვადად მომეჩვენა – გოცირიძე

ენმ-ის წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილს გუშინდელი ინტერვიუს გამო აკრიტიკებს. როგორც გოცირიძემ განაცხადა, ივანიშვილის ინტერვიუდან საზოგადოებამ არაერთი შემაშფოთებელი ინფორმაცია მიიღო, მათ შორის ის, რომ ექსპრემიერი ხელს აფარებს კორუფციას, თვითონ ცდილობდა კანაფის ბიზნესის ხელში ჩაგდებას და ა.შ.

‘ივანიშვილის ამ გამოსვლამ გააქარწყლა ხალხური ანდაზა: ხალვა-ხალვა რამდენიც არ უნდა იძახო, პირში სიტკობს ვერ იგრძნობო. მან თქვა, რომ ეს ანდაზა არ არის სწორიო.  გამორთეთ რ2 და იგრძნობთ, რა დიადი აღმშენებლობის ხანაში ვართო. დღეს დილით გამოვრთე რ2, შევჭამე უმი ხახვი და გემრიელ ხბოს მწვადად მომეჩვენა”, – თქვა გოცირიძემ.

ამავე თემაზე

რუსთავი 2 რომ გამორთოთ, აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ — ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი