ახალი ამბებირეკლამა

წელს ბიზნესდაჯილდოებაში 346 კომპანია მონაწილეობს

24 ოქტომბერი, 2018 • 1727
წელს ბიზნესდაჯილდოებაში 346 კომპანია მონაწილეობს

ბიზნესდაჯილდოება 2018-ზე რეგისტრაცია დასრულდა. სულ წარმატებით დარეგისტრირდა 346 კომპანია, რომლებიც ნომინაციების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

[checklist]

  • წლის სტარტაპი – 34 %

  • ბიზნესი დადებითი გავლენისთვის – 25 %

  • წლის ქართული პროდუქტი – 14 %

  • წლის ქალი მეწარმე – 12 %

  • წლის ტურისტული ბიზნესი – 10 %

  • წლის ბიზნესი – 6 %

[/checklist]

დამოუკიდებელი ჟიური ფინალისტებს ნოემბერში გამოავლენს, რომელთა საკომუნიკაციო კამპანიას თიბისი ბანკი წარმართავს. ბიზნესდაჯილდოების 6 გამარჯვებული კი, დეკემბერში გამოვლინდება. გამარჯვებულებს სურვილისამებრ, შეეძლებათ აირჩიონ მათთვის სასურველი პრიზი: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებგვერდი, ბრენდ სტრატეგია და საიმიჯო კამპანია, პროგრამული უზრუნველყობა (კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია ან ვებ-სერვისი).

თიბისი ბანკი უკვე მესამე წელია წარმატებით ახორციელებს პროექტს „ბიზნესდაჯილდოება“, რომლის მიზანია ბიზნესსოციუმის განვითარება და ბიზნესების მხარდაჭერა. დაჯილდოება საზოგადოებას ყოველწლიურად აცნობს სხვადასხვა ბიზნესსექტორში მოქმედი კომპანიების წარმატების ისტორიებს და პოპულარიზაციას უწევს ბიზნესის კეთებას საქართელოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი