ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანს არ სურს, პრემიერად აირჩიონ

24 ოქტომბერი, 2018 • 1553
ფაშინიანს არ სურს, პრემიერად აირჩიონ

სომხეთის პარლამენტი დღეს, 24 ოქტომბერს პირველი მცდელობით კენჭს უყრის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. პრემიერობის ერთადერთი კანდიდატია პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი, რომელსაც არ სურს, რომ დღეს ის პრემიერად აირჩიონ.

სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, იმისთვის, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები  ჩატარდეს, პარლამენტმა ორჯერ ვერ უნდა აირჩიოს პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად, ნიკოლ ფაშინიანს სურს, რომ დეპუტატების უმრავლესობამ მას მხარი არ დაუჭიროს, რათა საპარლამენტო არჩევნები დეკემბერში შედგეს.

პოლიტოლოგები სომხეთში მიიჩნევენ, რომ ყოფილ მმართველ პარტიას, “რესპუბლიკელებს”, რომელიც ამ დრომდე საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს, შეუძლია დღეს მას დაუჭიროს მხარი. ასეთ შემთხვევაში ფაშინიანს კვლავ მოუწევს გადადგომა და ვადამდელი არჩევნები მინიმუმ ორი კვირით გადაიდება.

ნიკოლ ფაშიანიანის კანდიდატურა ფრაქციამ “ელკი” წარადგინა.

ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც სომხეთის პრემიერის პოსტი 2018 წლის 8 მაისს, ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ დაიკავა, 16 ოქტომბერს გადადგა. გადადგომის მიზეზი მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და  არსებული კანონმდებლობაა.  გადადგომის მიუხედავად, არჩევნების შემდეგ ფაშინიანი პრემიერის რანგში დაბრუნებას აპირებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი