ახალი ამბები

ნუ კეკლუცობენ – ივანიშვილი თანაგუნდელების ნაწილს ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

23 ოქტომბერი, 2018 • 2211
ნუ კეკლუცობენ – ივანიშვილი თანაგუნდელების ნაწილს ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ნუ კეკლუცობენ! – ასე მიმართავს ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი იმ თანაგუნდელებს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ.

“დღესაც ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ შევახსენებ ზოგიერთ გუნდის წევრს… აბსოლუტური უმრავლესობა დღეს დარწმუნდა, რომ სწორი პოზიცია იყო [სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა] და მაქსიმალურად ცდილობს, მაგრამ კიდევ თუ დარჩნენ ერთეულები, მათ შევახსენებ – ნუ კეკლუცობენ! კეთილი ინებონ და პარტიის პოზიციას პატივი სცენ. ძალიან ღირსეული კანდიდატია ქალბატონი სალომე, ის ძალიან ბევრს იმსახურებს და მაქსიმალურად მხარი დაუჭირონ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილს თვითონ მიჰყავს ინტერვიუ, რომლის განმავლობაშიც სამი ჟურნალისტი უსვამს კითხვებს. მმართველი პარტიის ლიდერმა თვითონ დაიწყო შესავალი სიტყვა და თვითონვე იკისრა მოდერატორის როლი რუსთავი2-ის, ტვ პირველისა და ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი