ახალი ამბები

რუსთავი 2 რომ გამორთოთ, აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ — ივანიშვილი

23 ოქტომბერი, 2018 • 4658
რუსთავი 2 რომ გამორთოთ, აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ — ივანიშვილი

“დღეს რომ გამორთო რუსთავი 2, აღმავლობისა და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ”, — განაცხადა ივანიშვილმა “იმედის” ჟურნალისტის, ირაკლი ჩიხლაძის კითხვაზე, “რა კეთდება ქვეყანაში იმისათვის, რომ ეს ნეგატივი ნაკლები იყოს”.

ივანიშვილი მთელი ინტერვიუს განმავლობაში აკრიტიკებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, უწოდა მას “დახურული ტელევიზია”, რომელიც “განსხვავებულ აზრს არ უჩვენებს მაყურებელს” და ა.შ…

“ის, რაც გამოდის რუსთავი2-დან, 99% არის სიცრუე”, თქვა მან. ივანიშვილმა ასევე გააკრიტიკა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მათი მმართველობის პერიოდი.

“[მათზე] ორჯერ მეტს ვაშენებთ ყველაფერს. რაც აუშენებია ნაციონალურ მოძრაობას, მარტო მე ვაშენებ დღეს იმდენს და საბუთები მაქვს წამოღებული”…

რუსთავი2-ის ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, მაგალითი დაასახელეთო, ივანიშვილმა უპასუხა: “გზები, ხიდები, რაც გინდათ დაასახელეთ”.


ივანიშვილმა 22 ოქტომბერს თვითონ მიიწვია ინტერვიუს მისაცემად სამი ყველაზე რეიტინგული არხის მთავარი პოლიტიკური ტოკშოუების წამყვანები — ინგა გრიგოლია, გიორგი გაბუნია და გიორგი ჩიხლაძე.

მიწვევას დათანხმდა ჩიხლაძე “იმედიდან”, თუმცა გრიგოლიას და გაბუნიას ნაცვლად, ტვ პირველიდან და რუსთავი2-დან დიანა ტრაპაიძე და ეკა კვესიტაძე დაესწრნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი