ახალი ამბები

ივანიშვილი კვესიტაძეს მაღალჩინოსნების სახლებზე: სესიაშვილმა 100-ით 0 მოგიგოთ

23 ოქტომბერი, 2018 • 1324
ივანიშვილი კვესიტაძეს მაღალჩინოსნების სახლებზე: სესიაშვილმა 100-ით 0 მოგიგოთ

ბიძინა ივანიშვილმა “დახურული ტელევიზია” უწოდა რუსთავი 2-ს და განაცხადა, რომ არხი “განსხვავებულ აზრს არ უჩვენებს მაყურებელს”.

ივანიშვილმა რუსთავი2-ის წამყვანს, ეკა კვესიტაძეს მაღალჩინოსნების ძვირადღირებულ სახლებთან დაკავშირებით გასულ რეპორტაჟებზე საუბრისას უთხრა:

“ერთადერთი, ვინც რესპონდენტად [გყავდათ], იყო სესიაშვილი. სხვათა შორის, ვინც უყურა ამ გადაცემას … სესიაშვილმა ასით ნოლი მოგიგოთ. ამომწურავი პასუხი გაგცათ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ძალიან მომზადებული და მობილიზებული იყავით”.

სესიაშვილმა 22 ოქტომბერს გიორგი გაბუნიას გადაცემა “არჩევანში” “შაბათის კურიერის” ეთერში გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით უპასუხა. 

“პრემიერთან ვაფშე სირცხვილი იყო, რაც თქვენ გააკეთეთ”, -დასძინა ივანიშვილმა.

“ეს არის თქვენი მუშაობის მანერა. თქვენ განსხვავებულ აზრს არ აჩვენებთ მაყურებელს. მაყურებლის დიდი ნაწილი თქვენ გყავთ მძევლად აყვანილი, ხართ  დახურული ტელევიზია, აჩვენებთ სიცრუეს 99%-ით”; “კულტურა იხმარეთ ცოტა” — ასე მიმართავდა ივანიშვილმა კვესიტაძეს.


ივანიშვილმა 22 ოქტომბერს თვითონ მიიწვია ინტერვიუს მისაცემად სამი ყველაზე რეიტინგული არხის მთავარი პოლიტიკური ტოკშოუების წამყვანები — ინგა გრიგოლია, გიორგი გაბუნია და გიორგი ჩიხლაძე.

მიწვევას დათანხმდა ჩიხლაძე “იმედიდან”, თუმცა გრიგოლიას და გაბუნიას ნაცვლად, ტვ პირველიდან და რუსთავი2-დან დიანა ტრაპაიძე და ეკა კვესიტაძე დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი