ახალი ამბები

ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია — ივანიშვილი

23 ოქტომბერი, 2018 • 3138
ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია — ივანიშვილი

ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია, — ეს განცხადება ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სამ ტელეჟურნალისტთან საუბრისას.

ტვ პირველის ჟურნალისტმა, დიანა ტრაპაიძემ ბიძინა ივანიშვილს კითხვა დაუზუსტა, რომ მას კი არ უნდა დაესაჯა ოთარ ფარცხალაძე, კონკრეტულ უწყებებს უნდა გამოეძიებინათ საქმე, რაზეც მმართველი პარტიის ლიდერმა ასე უპასუხა:

“არსად არ ჩანს, რომ მე დავსაჯე ან კონკრეტულმა უწყებამ დასაჯა, მაგრამ თქვენს კითხვაში ისმის ეს და არ ვეთანხმები ასეთ აქცენტებს. ამიტომაც მეც გავაკეთე ამაზე მახვილი.”

რამდენიმე რეპლიკის შემდეგ ივანიშვილმა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს უთხრა:

“ეს განცდა, რაც თქვენ გაქვთ და უქმნით საზოგადოებასაც, არასწორია. არასწორ განცდას უქმნით, იმიტომაც ჩაგეკითხეთ, რომ არ გაქვთ საფუძველი იმის, რომ კაცი დაისაჯოს და დასჯას ითხოვთ ჟურნალისტები თქვენს კითხვებში.”

ბიძინა ივანიშვილმა ასევე ისაუბრა “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებულ ჩანაწერებსა და ამ კომპანიის თავმჯდომარის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებზე. ქართული ოცნების ლიდერი ოქუაშვილის ბრალდებებს ბიზნესის დარეკეტებასთან დაკავშირებით უარყოფს და აცხადებს, რომ მას შეხვდა როგორც “ბიზნესმენი ბიზნესმენს”.

“მე კვლავ გავაგრძელებ ბიზნესმენებთან შეხვედრას. მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დავეხმარო ბიზნესს, რამეთუ ბიზნესია საფუძველი იმისა, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს და სიმდიდრე შეიქმნეს ქვეყანაში. მხოლოდ ბიზნესმა უნდა დაასაქმოს და ხელისუფლებამ მოსახლეობა. შესაბამისად, მათ უნდა მოახერხონ შესატყვისი ანაზღაურებაც მიიღონ”, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილს თვითონ მიჰყავს ინტერვიუ, რომლის განმავლობაშიც სამი ჟურნალისტი უსვამს კითხვებს. მმართველი პარტიის ლიდერმა თვითონ დაიწყო შესავალი სიტყვა და თვითონვე იკისრა მოდერატორის როლი რუსთავი2-ის, ტვ პირველისა და ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტებთან.

ივანიშვილს ინტერვიუ საკუთარ თავთან თვითონ მიჰყავს

მასალების გადაბეჭდვის წესი