ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი რობოტ სოფიას: ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ხართ

23 ოქტომბერი, 2018 • 3102
ალიევი რობოტ სოფიას: ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ხართ

აზერბაიჯანში «ASAN Həyat»-ის [ქართული იუსტიციის სახლის იდენტური] კომპლექსის გახსნაზე რობოტი სოფიაც მიიწვიეს, სადაც მას პირადად აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი შეხვდა.

ალიევს რობოტი სოფია ინგლისურ ენაზე ესაუბრა:

“თქვენ განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობთ მმართველობის ელექტრონულ სისტემას და ინოვაციურ ეკოსისტემას. აზერბაიჯანი მშვენიერი ქვეყანაა. მაღალი ტექნოლოგიებია განვითარებული და იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდა ქვეყანაა, მეგაპროექტებს ახორციელებთ”, – უთხრა შეხვედრის დროს სოფიამ ალიევს.

კომპლიმენტები სოფიას მისამართით არც ილჰამ ალიევმა დაიშურა:

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, “ძალიან ბედნიერია, რომ სოფიამ თავის გადატვირთულ განრიგის მიუხედავად დრო გამონახა აზერბაიჯანისთვის”.

“თქვენ ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ხართ”, – უთხრა პრეზიდენტმა რობოტ სოფიას.

იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანში ვიზიტამდე რობოტი სოფია სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებშიც იმყოფებოდა, ალიევი პირველი პრეზიდენტია, რომელმაც რობოტთან შეხვედრა გამართა.

რობოტი სოფია საქართველოს მიმდინარე წლის ივლისში ეწვია. სოფია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მოწვევით ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

სოფია Hanson Robotics-ის მიერ 2018 წელს შექმნილი რობოტია, რომელსაც საუდის არაბეთმა მოქალაქეობა მიანიჭა. სოფიას შეუძლია საუბარი და ემოციის გამოხატვა. შექმნის დღიდან მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, ხვდება სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვან წარმომადგენლებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი