ერევანში ევრაზიულ ფორუმს ტრამპის წარმომადგენელიც ესწრება

22-24 ოქტომბერს “ევრაზიული პარტნიორობის საერთაშორისო ფორუმისა” და რუსეთის ვაჭრობის სამინისტროს ორგანიზებით და სომხეთის ხელისუფლების – ევრაზიული ეკონომიკური კომისიის ფინანსური მხარდაჭერით ერევანში მესამე საერთაშორისო ფორუმი იმართება.

ფორუმის მთავარი განსხილველი საკითხებია “ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ტექნოლოგიური გარღვევები და პოტენციური შესაძლებლობები”,  “ევრაზულ ქვეყნებში მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს შორის თანამშრომლობა”,  სომხეთის სასაზღვრო რეგიონების განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრა რუსეთში მოღვაწე სომეხი ბიზნესმენების დახმარებით” და ა.შ.

ფორუმში, სომხეთის, რუსეთის და ყირგიზეთის მთავრობისა და სახელმწიფო კორპორაციების წარმომადგენლებთან ერთად, აშშ-ის კომპანია Giuliani Partners-ის ხელმძღვანელი და ნიუ იორკის ყოფილი მერი, დღეს კი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატი და მრჩეველი კიბერუსაფრთხოების საკითხებში რუდოლფ ჯულიანი მონაწილეობს, რომელიც პროგრამის შესაბამისად, ფორუმზე სიტყვით გამოვა.

ევრაზიული კავშირი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ინიციატივით შეიქმნა. ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სომხეთი. აღნიშნული გაერთიანების ინიციატორს წარმოადგენს რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი.

რუდოლფ ჯულიანი; დონალდ ტრამპი, ფოტო: Reuters

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი