ახალი ამბები

Россия 1-მა ინტერვიუ აიღო ქერჩის თავდასხმისას დაღუპულ გოგოსგან

23 ოქტომბერი, 2018 • 3277
Россия 1-მა ინტერვიუ აიღო ქერჩის თავდასხმისას დაღუპულ გოგოსგან

რუსეთის სამთავრობო ტელეკომპანია Россия 1-ის გადაცემა 60 წუთის ეთერში აუდიოინტერვიუ “აიღეს” ქერჩში მომხდარი თავდასხმის თვითმხილველ მეორეკურსელ ალინა კეროვასგან. მოგვიანებით გაირიკვა, რომ ალინა კეროვა, რომელიც გადაცემის აუდიტორიას მომხდარის დეტალების შესახებ უყვებოდა, ამ თავდასხმის შემდეგად უკვე გარდაცვლილი იყო.

ეს ფაქტი კეროვას ახლობლებმა შენიშნეს და ვიდეოს კომენტარებში უკმაყოფილება დააფიქსირეს. მომხდარზე სიუჟეტი მოამზადა ტელეკომპანია “დოჟდმაც”. “დოჟდს” ალინას ერთ-ერთმა თანაკურსელმა დაუდასტურა, რომ თავდასხმის შედეგად ის ნამდვილად დაიღუპა და ხმაც არ ეკუთვნისმის გარდაცვლილ მეგობარს, რომელიც წამყვანმა მეორეკურსელ კეროვად გაასაღა.

“დოჟდი” ასევე გამორიცხავს, რომ მომხდარი იყოს სუბტიტრების შეცდომა. 60 წუთის ეთერში ალინა კეროვას მხოლოდ ხმა ისმის და ეკრანზე შესაბამისი ტიტრია მითითებული, თუმცა წამყვანი მას რამდენჯერმე სახელითაც მიმართავს.

60 წუთის წამყვანმა “დოჟდი” ტელეკომპანია Россия 1-ის პრესსამსახურში გადაამისამართა, სადაც საკითხის გარკვევას დაჰპირდნენ.

აფეთქებას ქერჩში 18 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა

მასალების გადაბეჭდვის წესი