ახალი ამბები

შავ ზღვაში დაახლოებით 2400 წლის წინ ჩაძირული გემი იპოვეს

23 ოქტომბერი, 2018 • 10342
შავ ზღვაში დაახლოებით 2400 წლის წინ ჩაძირული გემი იპოვეს

არქეოლოგებმა შავ ზღვაში დაახლოებით 2 400 წლის წინ ჩაძირული გემი იპოვეს. 23-მეტრიანი ხომალდი, რომელიც არქეოლოგების ვარაუდით ძველბერძნულია, ზღვის ფსკერზე თითქმის დაუზიანებელი აღმოაჩინეს.

უძველესი გემის შესახებ The Guardian წერს. გამოცემის თანახმად, გემი ზღვის ფსკერზე უვნებლად ჟანგბადის ნაკლებობამ შემოინახა.

როგორც არქეოლოგები განმარტავენ, გემი, სავარაუდოდ, სავაჭრო იყო და მას ისეთივე ფორმა აქვს, როგორიც ე.წ. “სირენების ლარნაკზე” გამოსახულ ხომალდს. ეს არის მოხატული ჭურჭელი, რომელიც,დაახლოებით შავ ზღვაში ნაპოვნი გემის პერიოდისაა. ჭურჭელზე გამოსახულია ოდისევსის ხომალდი, რომელსაც თავს ესხმიან მითიური სირენები.

ფოტო: : Werner Forman

რაც შეეხება ადგილმდებარეობას, როგორც გამოცემა წერს, ხომალდი ბულგარეთთან ახლოს აღმოაჩინეს. ის ერთ-ერთია იმ 60-ზე მეტი გემიდან, რომლებიც მეცნიერებმა 3-წლიანი ექსპედიციის დროს შავ ზღვაში იპოვეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი