კორპუსის მე-8 სართულზე მწვადს წვავდნენ, მეზობლებმა სახანძრო გამოიძახეს

ცოტა ხნის წინ 112-ში შევიდა ზარი, რომლის მიხედვითაც გორგასლის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე დიდი ცეცხლი და დაკვამლიანება შენიშნეს, თუმცა ადგილზე მისულ მეხანძრეებს მწვადი დახვდათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გორგასლის ქუჩაზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და სახანძრო კიბე გაგზავნა, რადგან ზარის ინიციატორი ირწმუნებოდა, რომ მერვე სართულზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ძლიერ ცეცხლსა და კვამლს ხედავდა.

მოქალაქემ, რომლის მეზობლებმაც მის ბინაში “გაჩენილი ხანძრის შესახებ” არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს 112-ს, მეხანძრე-მაშველები მწვადზე მიიპატიჟა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.