ახალი ამბები

სარკინიგზო მშენებლობაზე ტვირთამწის მძღოლი დაიღუპა – პროფკავშირი

22 ოქტომბერი, 2018 • 1712
სარკინიგზო მშენებლობაზე ტვირთამწის მძღოლი დაიღუპა – პროფკავშირი

პროფკავშირების ინფორმაციით,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტ სოფელ ზვარეში ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროცესში 55 წლის ტვირთამწის მძღოლი დაიღუპა. მათივე ცნობით, ამ მონაკვეთზე, საქართველოს რკინიგზის დაკვეთით, სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო”.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მძღოლის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს.

უწყების ინფორმაციით, ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, რა დროსაც მძღოლი დაიღუპა. შსს-ში აცხადებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით არის დაწყებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი