ახალი ამბები

ივანიშვილი გაბუნიას (რ2), გრიგოლიას (ტვ პირველი) და ჩიხლაძეს (იმედი) მასთან ინტერვიუზე იწვევს

22 ოქტომბერი, 2018 • 16622
ივანიშვილი გაბუნიას (რ2), გრიგოლიას (ტვ პირველი) და ჩიხლაძეს (იმედი) მასთან ინტერვიუზე იწვევს

23 ოქტომბერს, 22.00 საათზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მასთან ინტერვიუზე იწვევს სამი ყველაზე რეიტინგული არხის სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია იმედიდან, „პირისპირ“ – ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-დან „არჩევანი“ – გიორგი გაბუნიას და ტვ პირველიდან, „რეაქცია“ – ინგა გრიგოლიას .

“იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქ-შოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს. ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს. ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამბის გაგრძელება

ივანიშვილთან ინტერვიუ: იმედი თანახმაა, რ2-ისა და “პირველის” პოზიცია ჯერ უცნობია

მასალების გადაბეჭდვის წესი