ახალი ამბებიეკონომიკარეკლამა

ბორჯომის ტყის აღდგენის სამუშაოებში მონაწილეობა თიბისის თანამშრომლება მიიღეს

22 ოქტომბერი, 2018 • 3058
ბორჯომის ტყის აღდგენის სამუშაოებში მონაწილეობა თიბისის თანამშრომლება მიიღეს

2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა თიბისის თანამშრომლებმაც მიიღეს.

თიბისი  ბანკი  2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის 10 ჰექტარს სრულად აღადგენს.

ტერიტორიაზე ნიადაგის მომზადების, სარგავი ადგილების მონიშვნის და სხვა მოსამზადებელი სამუშაოებისთვის სატყეო სააგენტოსთან  ერთად მუშაობა უკვე ერთიწელია მიმდინარეობს.

20 ოქტომბერს, თიბისის 200-მდე თანამშრომელმა ნერგების დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა.

დარგვის პროცესი სექტემბერში დაიწყო.  2018 წლის ბოლომდეთიბისიბანკის მონაწილეობით, ტერიტორიაზე ჯამში 17 500 კავკასიური ფიჭვი და სხვა სახის ნერგები დაირგვება, რომლებიც ეროვნულ საშენ მუერნეობაშია გამოყვანილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ტყის აღდგენა სპეციფიკურ და ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს, ტერიტორიაზე სამუშაოები მეტყევესპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება.

თიბისიბანკი პირველი კომპანია იყო კერძო სექტორიდან, რომელიც 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. ერთი წლის წინ, თიბისი ბანკის საბჭოს თავმჯდომარემ-მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების საშუალებით საზოგადოებას კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი 2017 წლის 20 აგვისტოს გაჩნდა. არსებული მონაცემებით, ნახანძრალი ფართობი 752 ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 525 ჰექტარი 2008 წელს, რუსეთსაქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს  ხანძრით განადგურებული ტყის ტერიტორიაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი