გოგა ხაინდრავამ სალომე ზურაბიშვილს 15 ათასი ლარი შესწირა

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს 15 ათასი ლარი შესწირა.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან – 2018 წლის 28 აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით –  2 929 431 ლარი შესწირეს. 2018 წლის 16 ოქტომბერს კი სალომე ზურაბიშვილს სხვადასხვა პირმა, რომელთა შორის არის გოგა ხაინდრავა, ჯამში, 138 000 ლარი შესწირა. შესაბამისად, 16 ოქტომბრის მდგომაროებით, მის მიერ მობილიზებული თანხის ჯამურმა რაოდენობამ 3 067 431 ლარი შეადგინა, რაც თითქმის სამჯერ მეტია ყველა დანარჩენი კანდიდატის მიერ მობილიზებული თანხის რაოდენობაზე.

სალომე ზურაბიშვილს 16 ოქტომბერს 50 ათასი ლარი შესწირა “თეგეტა მოტორსის” ერთ-ერთმა მეწილემ, პეტრე წაქაძემ. წაქაძე ასევე არის შპს “თეგეტა ქარ რენტის” ერთპიროვნული მფლობელი. ბიზნესმენი კიდევ არაერთ კომპანიაში ფლობს წილებს.

2.9 მილიონი ზურაბიშვილს, ყველა დანარჩენ კანდიდატს 871 ათასი – შემოწირულებები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.