ახალი ამბები

აეროპორტი და ლილოს ბაზრობა – სადამდე მივა ახალი მიწისზედა მეტრო

22 ოქტომბერი, 2018 • 18017
აეროპორტი და ლილოს ბაზრობა – სადამდე მივა ახალი მიწისზედა მეტრო

თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, თბილისში იგეგმება მიწისზედა მეტროს ხაზების გაყვანა . მიწისზედა მეტრო პირველ ეტაპზე სამგორის სადგურს აეროპორტთან და ლილოს ბაზრობასთან დააკავშირებს.

როგორც კახა კალაძემ ეკოტრანსპორტის ხედვის პრეზენტაციაზე დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადა, მეტროს ხაზების მშენებლობა, რომლებიც სამგორს აეროპორტთან და ლილოსთან დააკავშირების, 2019 წლის ბოლოს დაიწყება.

ამასთანავე, ახალ გეგმაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ხაზებს 6 შემადგენლობა ეყოლება, რომელიც ორიმხრივი მიმართულებით იმოძრავებს. თავდაპირველად ამ ხაზზე მატარებლისთვის მოცდის შუალედი 10 წუთი იქნება, თუმცა შემდგომში ეს დრო დაბლა დაიწევს. 2021 – 2022 წლებში ექსპლუატაციაში მეტროს ახალი 7 სადგური და მოდერნიზებული სამგორის სადგური შევა.

როგორც მერიის მიერ წარმოდგენილ ვიდეოშია ნაჩვენები, ახალი ხაზი შემდეგ სადგურებს მოიცავს: მეტროსადგური სამგორი 2 – კახეთის გზატკეცილი  – “ისტ ფოინთი”- ორხევი – აეროპორტის დასახლება – აეროპორტი – ლილოს დასახლება – ლილოს ბაზრობა.

მერიაში ასევე განმარტავენ, რომ მიწისზედა მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება თბილისისა და რუსთავის მეტროს საშუალებით დაკავშირებაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი