ახალი ამბები

სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მიწისზედა მეტროსადგურები აშენდება – ბახტაძე

22 ოქტომბერი, 2018 • 26367
სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მიწისზედა მეტროსადგურები აშენდება – ბახტაძე

სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ეკონტრანსპორტის გეგმის პრეზენტაციაზე განაცხდა.

მისი თქმით, მიწისზედა მეტროს განვითარებისთვის შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას გამოიყენებენ. ბახტაძემ თავის გამოსვლაში ასევე დასძინა, რომ მიწისზედა მეტროს განვითარება მნიშვნელოვანია სამომავლოდ თბილისის მეტროს სისტემისთვის რუსთავის მიბმის თვალსაზრისითაც, რასაც მთავრობა ასევე აპირებს.

სამგორი-ლილოს ახალი მიწისზედა ხაზის ფარგლებში, კახა კალაძის ცნობით, 7 ახალი სადგური აშენდება. პირველ ეტაპზე იგეგმება სამგორის სადგურის რეაბილიტაცია და მისი დაკავშირება ლილოს ბაზრობასთან და აეროპორტთან. ეს პროექტი, კალაძის ცნობით, 90 მილიონი დოლარი ჯდება. მისი განმარტებით, თავდაპირველად ამ ხაზზე მატარებლისთვის მოცდის შუალედი 10 წუთი იქნება, თუმცა შემდგომში ეს დრო დაბლა დაიწევს. კალაძის ცნობით, ეს ხაზი 200 000 ადამიანს მოემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი