ახალი ამბები

თბილისი-რუსთავის გზაზე 5 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, არის მსხვერპლიც

22 ოქტომბერი, 2018 • 1811
თბილისი-რუსთავის გზაზე 5 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, არის მსხვერპლიც

თბილისი-რუსთავის გზაზე 5 ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 1 კი დაშავდა.

ავტოავარია გუშინ, 21 ოქტომბერს, ღამის საათებში მოხდა. გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი