ახალი ამბები

ლომისის ეკლესიასთან ოკუპანტების მიერ დაკავებული ორი ადამიანი თავისუფალია

21 ოქტომბერი, 2018 • 1387
ლომისის ეკლესიასთან ოკუპანტების მიერ დაკავებული ორი ადამიანი თავისუფალია

ახალგორის მუნიციპალიტეტში, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ორი ადამიანი თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

ეკლესიის მიმდებარედ ოკუპანტებმა ორი ადამიანი დღეს, 20 ოქტომბერს დააკავეს. სუს-ის ცნობით, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იყვნენ დაკავებულნი.

პირველი არხი იუწყებოდა, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი მონასტრის ბერ-მონაზონი, მეორე კი მრევლის წევრი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი