ახალი ამბები

რუსთავში აფეთქების შედეგად არასრულწლოვნებიც დაშავდნენ – შსს

21 ოქტომბერი, 2018 • 1705
რუსთავში აფეთქების შედეგად არასრულწლოვნებიც დაშავდნენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში დღეს, 21 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან.

უწყების ინფორმაციით, ჯამში, ინციდენტისას 10 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ხუთია არასრულწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, რუსთავში, XIX მიკრორაიონის XIV კორპუსის ეზოში, ავტოფარეხის დემონტაჟისას, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების ძლიერმა ტალღამ გარშემო მდგარი ავტომობილები დააზიანა და საცხოვრებელი ბინების ფანჯრები ჩაამსხვრია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი