ახალი ამბები

ოკუპანტებმა ლომისის ეკლესიის მიმდებარედ ორი ადამიანი დააკავეს

21 ოქტომბერი, 2018 • 3292
ოკუპანტებმა ლომისის ეკლესიის მიმდებარედ ორი ადამიანი დააკავეს

ახალგორის მუნიციპალიტეტში, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ორი ადამიანი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებულნი.

სუს-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება.

“ვიყენებთ ყველა მექანიზმს მათი უმოკლეს ვადაში გათავისუფლებისთვის”, – აცხადებს უწყება.

პირველი არხი იუწყება, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი მონასტრის ბერ-მონაზონი, მეორე კი მრევლის წევრია.

გარეკნის ფოტო: Dzeglebi.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი