ახალი ამბები

ანონსი – 30 აპრილი

29 აპრილი, 2014 • • 1911
ანონსი – 30 აპრილი

11:00 საათზე სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“–ს გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბოლო პერიოდში საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“–ს მისამართით ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ წარმოებულიმიზანმიმართული კამპანია და გავრცელებული არაერთი არასწორი ინფორმაცია.

 

11:00 საათზე  გიორგი გაჩეჩილაძე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორის რანგში, პირველ პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციის ჩატარების ადგილი: „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სათავო ოფისი, მე-3 სართული მისამართი: მერაბ კოსტავას N33 („ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ). თემა: “კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გაზაფხულისთვის დამახასიათებელ ჭარბ ნალექსა და წყალდიდობას მომზადებული ხვდება”

 

11.00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საპარლამენტო ანგარიშის „დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის“ თავის პრეზენტაციას გამართავს.

 

11:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ფარული მოსმენები, ეს შენ გეხება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ყვარელის ყოფილი გამგებელი დავით ქევხიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

 

12 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პრესკონფერენციას გამართავს.

 

12 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვევა, ბოლო წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს გაეცნობა და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდება. ადგილი: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მისამართი: გორი, ჭავჭავაძის 53

 

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში–,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’, ,,გახდი მოქალაქე’’, ,,იუსტიციის მუშაკები’’ და 15 არასამთავრობო ორგანიზაცია ანტისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.

 

12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი.

 

13:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ანდტიდისკრიმინაციული კანონი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

 

13.00 მწერალთა სახლი ივანე მაჩაბლის საიუბილეო დღეების ფარგლებში გამოფენასა და საჯარო ლექციაზე გიწვევთ. მის: მაჩაბლის 13, თბილისი.

 

13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია თბილისის მე-8 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის შესახებ.

 

13:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტი“ პრესკონფერენციას გამართავს თემა: საყდრისის თემა.

 

13:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” კახა კახიშვილი პრესკონფორენციას გამართავს. თემა: ანტიდისკრიმინაციული კანონი, წინასაარჩევნო გარემო, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

13:30 საათზე ”რეპორტიორის” პრესკლუბში ა(ა)იპ ‘’სამოქალქო ჩართულობის ცენტრის’’ წარმომადგენლები თინათინ ნიბლოშვილი და ლაშა გიორგაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა : საყდრისი ყაჩაღიანთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენები და ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებული განხილვები. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით ორგანიზაცია საკუთარ პოზოციას დააფიქსირებს.

 

14.00 საათზე საკრებულოს ისტორიულ დარბაზში (მის.თავისუფლების #2) საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი ქალაქის განვითარების სტრატეგიულ კონცეფციასთან დაკავშირებით შესაბამისი დარგების ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

 

14:00 საათზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ცესკო-ში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული გაორებების შესწორების მიზნით მიმდინარე პროექტის შედეგებს ადგილზე გაეცნობა. მისამართი: მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი. მე-13 კმ.(ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა)

 

14.00 საათზე სახალხო დამცველი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებსა პედაგოგებს შეხვდება. შეხვედრაზე ასევე დაგეგმილია უნივერსიტეტსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

 

  

მასალების გადაბეჭდვის წესი