ახალი ამბები

იძულებით გადაადგილებულთათვის 8 ახალი კორპუსი აშენდება

30 აპრილი, 2014 • • 3248
იძულებით გადაადგილებულთათვის 8 ახალი კორპუსი აშენდება

სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობა კრწანისის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე მიმდინარე წელს დაიწყება და დამთავრდება 2016 წლის სექტემბერში. სამინისტრო აცხადებს, რომ ახალაშენებულ კომპლექსში ბინას 2 088 დევნილი ოჯახი მიიღებს. 

 

საცხოვრებელი სახლების პროექტი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის
საცხოვრებელი სახლების პროექტი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის

“აფხაზეთსია დ სამაჩაბლოს ოკუპაციიდან 20 წლის შემდეგ, ჩვენი თანამემამულეების დევნილობის მანძილზე, პირველად “ქართული ოცნების” ხელისუფლება იწყებს უპრეცედენტოდ მსხვილი და მასშტაბური მსხვილი პროექტის განხორციელებას დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით. დღეს სამინისტროს სატენდერო კომისიამ გამოაცხადა ტენდერი სახელმწიფო შესყიდვაზე რვა 22 სართულიანი კორპუსის მშენებლობის შესახებ. პროექტის ღირებულება არის 107 მილიონი ლარი”,- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ. 

 

საცხოვრებელი სახლების პროექტი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის
საცხოვრებელი სახლების პროექტი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის

იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისის გარდა მას მზად აქვს მსგავსი პროექტები საქართველოს სხვა ქალაქებში: ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში განსახორციელებლად. 

საცხოვრებელი სახლების პროექტი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის
საცხოვრებელი სახლების პროექტი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის

მასალების გადაბეჭდვის წესი