ახალი ამბები

ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

20 ოქტომბერი, 2018 • 1467
ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

ოკუპანტებმა დე ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ორი კაცი დააკავეს. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

“რუსთავი2”-ის ცნობით, შემთხვევა დღეს, 20 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. დაკავებულები მცხეთა-მთიანეთის სოფელ ახმაჯიდან აიყვანეს, სადაც ისინი ტყეში, შეშის მოსატანად იყვნენ წასულები. ტელეარხის ინფორმაციით, ორივე მათგანი სოფელ ოკამის მკვიდრია.

სუს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მასალების გადაბეჭდვის წესი