ახალი ამბები

ბიზნესმენის შვილის გატაცების ბრალდებით დაკავებულთა ნაწილი გაათავისუფლეს

20 ოქტომბერი, 2018 • 1499
ბიზნესმენის შვილის გატაცების ბრალდებით დაკავებულთა ნაწილი გაათავისუფლეს

18 ოქტომბერს, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული 10 პირიდან 5 გათავისუფლებულია. როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, აღნიშნული პირებისათვის უწყებას ბრალი არ წაუყენებია.

იმ 5 ადამიანის სასამართლო პროცესი კი, რომლებსაც ბრალი წაეყენათ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00-ზე დაიწყო.

მანამდე, შსს-ს იუწყებოდა, რომ  1995 წელს დაბადებული კაცი 10 ადამიანისაგან შემდაგრმა ჯგუფმა თბილისიდან იმერეთის ერთ-ერთ სოფელში გაიტაცა და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ ოჯახს 3 მილიონ ლარს სთხოვდა. გატაცებული ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილი, 25 წლის გიორგი დეკანოიძე იყო. ის ოჯახში 18 ოქტომბერს, სპეცოპერაციის დღესვე დააბრუნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი