ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პრეზიდენტი მინსკში საბაჟო კავშირის ქვეყნების სხდომას არ ესწრება

29 აპრილი, 2014 • • 1181
სომხეთის პრეზიდენტი მინსკში საბაჟო კავშირის ქვეყნების სხდომას არ ესწრება

ხელმოწერის ცერემონია მინსკში დღეს, 29 აპრილს უმაღლესი ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე უნდა გამართულიყო, რომელსაც აღნიშნული კავშირის ქვეყნების უმაღლესი პირები უნდა დასწრებოდნენ. 


რუსეთ-სომხეთის სახელმწიფოთაშორისო კომისიის თანათავმჯდომარემ, მაქსიმ სოკოლოვმა განაცხადა, რომ სომხეთმა მთლიანად დაასრულა ყველა ღონისძიება, რომელიც საბაჟო კავშირში შესასვლელად “სამოქმედო გეგმით” იყო გათვალისწინებული.

 

მისი თქმით, სომხეთმა სამუშაო სწრაფად, ხარისხიანად და პროფესიონალურად შეასრულა და იმსახურებს არა მხოლოდ პატივისცემას, ასევე, აღფრთოვანებას.

 

“საბაჟო კავშირსა და ევრაზიული კავშირის ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანება სომხეთისთვის წარმატებული და ეფექტური იქნება,”- აცხადებს სოკოლოვი. 

 
სომხეთმა 2013 წლის სექტემებრში განაცხადა, რომ აპირებს საბაჟო კავშირში გაწევრიანებას და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფორმირებაში მონაწილეობის მიღებას. სამოქმედო გეგმას კი სომხეთმა 2013 წლის 24 დეკემბერს მოაწერა ხელი.
 
ევრაზიის საბაჟო კავშირში რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსიაა გაწევრიანებული. კავშირი 2010 წლიდან ფუნქციონირებს.  საბაჟო კავშირის მიზანია, მოკავშირე ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობები გამარტივდეს და  საბაჟო განაკვეთებისაგან გათავისუფლდეს. 2012 წლის 1 იანვრიდან ევრაზიის საბაჟო კავშირის ეგიდით ამოქმედდა ერთიანი ეკონომიკური სივრცე, რომელიც კავშირის წევრ ქვეყნებზე ვრცელდება.
 
სომხეთი ასევე არის ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილე, თუმცა ევრაზიული არჩევანის გამო მან შესაძლოა ვეღარ გააფორმოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება.


საბაჟო კავშირის ქვეყნები
საბაჟო კავშირის ქვეყნები

მასალების გადაბეჭდვის წესი