ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი მესაზღვრეები აფხაზეთში ყოფნის 5 წლისთავს აღნიშნავენ

29 აპრილი, 2014 • • 1230
რუსი მესაზღვრეები აფხაზეთში ყოფნის 5 წლისთავს აღნიშნავენ

როგორც სასაზღვრო დანაყოფის მეთაურმა, გენერალმა სერგეი კომარევცევმა 5 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხუთი წლის განმავლობაში აფხაზეთისა და საქართველოს საზღვართან რუსეთის მესაზღვრეებმა კომფორტული სამხედრო ქალაქები ააშენეს, სადაც მესაზღვრეებისთვის და მათი ოჯახებისთვის საცხოვრებლად ყველა პირობაა შექმნილი. 

 

მისივე განცხადებით, რუსი მესაზღვრეების აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნა აფხაზეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე სასიკეთოდ მოქმდებს. 

 

“რუსი მესაზღვრეები უზრუნველყოფენ აფხაზეთში მშვიდობას, სიმშვიდესა და სტაბილურობას.” 

 

ოფიციალური მონაცემებითვე, რომელიც სერგეი კომარევცევმა წარმოადგინა, 5 წლის განმავლობაში საქართველო-აფხაზეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის მესაზღვრეებმა 10 ათასი ადამიანი დააკავეს. 

 

საზღვრის დაცვის შესახებ ერთობლივ შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ხელი 2009 წლის 30 აპრილს მოეწერა.


რუსი მესაზღვრეები აფხაზეთში
რუსი მესაზღვრეები აფხაზეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი