ახალი ამბები

ევრაზიული კავშირის ფორუმს თბილისში აქციით დახვდნენ [ფოტო/ვიდეო]

19 ოქტომბერი, 2018 • 4157
ევრაზიული კავშირის ფორუმს თბილისში აქციით დახვდნენ [ფოტო/ვიდეო]

სამოქალაქო მოძრაობამ “რუსეთი ოკუპანტია” სასტუმრო “ძველ თბილისთან”, სადაც ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმი იმართება, აქცია-პერფორმანსი მოაწყო.

მოძრაობის წევრები ფორუმის მონაწილეებს დახვდნენ ბანერით – “ძვირფასო ოკუპანტო, შენს აქ ყოფნას არ მივესალმებით”.

სასტუმროს ადმინისტრაციას კი მოუწოდეს, მსგავსი ტიპის ღინისძიებებს არ უმასპინძლონ. ფორუმი სასტუმრო  “ძველ თბილისში” ახლაც მიმდინაორებს.

ფორუმის ორგანიზატორებმა აქცია-პერფორმანსის შემდეგ შეუზღუდეს ფორუმზე დასწრება როგორც მოძრაობის მონაწილეებს, ასევე ჟურნალისტებს.

აქცია ევრაზიული კავშირის ფორუმის წინააღმდეგ თბილისში. 19.10.18. ფოტო – მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ამავე თემაზე გირჩევთ

თბილისში ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმს გეგმავენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი