ახალი ამბები

კდემამოსილებით ვეახლები თუ უკეთესად შეასრულებენ საშინაო დავალებას – წულუკიანი ოპოზიციას

19 ოქტომბერი, 2018 • 2472
კდემამოსილებით ვეახლები თუ უკეთესად შეასრულებენ საშინაო დავალებას – წულუკიანი ოპოზიციას

“იმუშავეთ, ბიჭებო და გოგოებო, როდესაც პარლამენტში მიბარებთ, მოემზადეთ, რომ გქონდეთ კითხვები”, – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს ენმ-სა და ევროპული საქართველოდან.

წულუკიანის განცხადებით, იგი მზადაა პარლამენტში მივიდეს და ოპოზიციის შეკითხვებს უპასუხოს, თუმცა ერთი პირობით:

“იგივენაირი მოწიწებით და კდემომსილებით ვეახლები მათ, ოღონდ იმ პირობით, რომ უკეთესად შეასრულებენ თავის საშინაო დავალებებს ჩემთან შესახვედრად”, – განაცხადა წულუკიანმა. მისი აზრით, ევროპული საქართველო და ენმ ერთი ძალაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი