ბრიტენეთის პოლიცია. ფოტო: EPA/Isabel Infantes

ქართულ მხარეს პატარკაციშვილის საქმეზე ჩანაწერების შესახებ არ უცნობებია – ბრიტანეთის პოლიცია

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში, 2016 წელს ამოღებული ჩანაწერების შესახებ ქართულ მხარეს ბრიტანეთისთვის არ უცნობებია. ამის შესახებ ინფორმაციას OC Media ბრიტანეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“სარის[ინგლისის ერთ-ერთი საგრაფო] პოლიციას აღნიშნულ მოვლენებზე საქართველოს ოფიციალური პირები არ დაკონტაქტებიან, თუმცა [სამომავლოდ] მივესალმებით მათი მხრიდან ამ ინფორმაციის გაზიარებას”, – უთხრა გამოცემას ბრიტანულმა მხარემ. მათი თქმით, ცნობა ბოლო მოვლენების შესახებ მედიიდან შეიტყვეს.

საპასუხოდ OC Media-ს საქართველოს მთავარ პროკურატურაში უთხრეს, რომ მკვლელობის მომზადების სცენარი და უშუალოდ სიკვდილი ერთმანეთთან დაკავშირებული არაა.

“ეს ორი სრულიად განსხვავებული საქმეა. ესაა საქმე მკვლელობის მომზადების შესახებ, რომელშიც ოთხი პირია ეჭვმიტანილი”, – აცხადებენ უწყებაში.

 

პატარკაციშვილის საქმეზე 2016 წელს ამოღებული ჩანაწერებით 3 პირს ახლა წარუდგინეს ბრალი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან