ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში 2014 წელსვე შევა”

28 აპრილი, 2014 • • 1488
“სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში 2014 წელსვე შევა”

როგორც სტატიიდან ირკვევა, კონფერენცია, სახელწოდებით “რუსეთის სტრატეგია კავკასიაში გლობალური არასტაბილურობის პირობებში”- ვლადიკავკაზსში შედგა. ამავე კონფერნეციაზე რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის [РИСИ] წარმომადგენელმა, ვლადიმერ კოზინმა განაცხადა, რომ მათი ორგანიზაცია მუშაობს იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენელობაში მიმდინარე წელსვე შევიდეს.

 

როგორც სტატიაში წერია, დამსწრე საზოგადოება მის სიტყვებს აპლოდისმენტებით შეხვდა.

 

“სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სურს შესვლა. თუ არ ჩავთვლით “ელიტის” იმ მცირე ნაწილს, რომელიც საკუთარი სავარძლების შენარჩუნებაზე ფიქრობს,”- განაცხადა ჩრდილო-ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ალბერტ დუდაითიმ.


მისი თქმით, “თუ თბილისი უკრაინის კრიზისით ისარგებლებს და ნატოში გაწევრიანებას მიაღწევს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მომავალი სრულიად სხვა პერსპექტივას მიიღებს. დღეს სამხრეთ ოსეთმა მიიღო უნიკალური ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული.” 

შეხვედრის დროს ასევე განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ლობისტები ჰყავს, რომელთა მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შესვლაა. 

 

სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო უწყების პირველმა პირმა, სერგეი ლავროვმაც ისაუბრა, თუმცა, მისი თქმით, “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არა აქვთ განწყობა, რომ მიყვნენ ყირიმის მაგალითს.”  


რუსეთში სამხრეთ ოსეთის ელჩი დიმიტრი მედოევი  რისი-ში [РИСИ]


მასალების გადაბეჭდვის წესი