ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხებისთვის სამძიმრის გამოცხადების გამო ერდოღანისთვის ნობელის პრემიის მინიჭება სურთ

28 აპრილი, 2014 • 1491
სომხებისთვის სამძიმრის გამოცხადების გამო ერდოღანისთვის ნობელის პრემიის მინიჭება სურთ

სომეხთა დიასპორაში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადება მნიშვნელოვანი ნაბიჯია შერიგებისკენ. 

 

“ანკარის მისწრაფება, რომელიც შერიგებისკენ არის მიმართული, აუცილებელია იყოს მხარდაჭერილი. შესაძლოა, მომავალში  ამ განცხადებამ შერიგებას დაუდოს საფუძველი,” – განაცხადა თურქეთში სომხური სათვისტომოს წარმომადგენელმა ბედროს შირონოღლუმ. 

 

მისი თქმით, ერდოღანი პირველი თურქი პოლიტიკოსია, რომელმაც სამძიმარი გამოუცხადა სომხებს. მისივე თქმით, საუკუნის წინ განვითარებული მოვლენების გამო, თავის მხრივ, სომხებსაც აქვთ თურქებისთვის ბოდიში მოსახდელი. 

 

“თუ ურთიერთობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯები  ტენდენციურ ხასიათს მიიღებს და პროცესი ორი ძველი მეგობრის შერიგებით დასრულდება, ეს ნამდვილად დაიმსახურებს ნობელის პრემიას.” 

 

მიმდინარე წლის 23 აპრილს პარლამენტის სხდომაზე თურქეთის პრემიერმა პირველად მიუსამძიმრა იმ სომეხთა შთამომავლებს, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1915 წელს განვითარებული მოვლენების დროს დაიღუპნენ.

 

თავის განცხადებაში ერდოღანი ამბობს, რომ 1915 წლის მოვლენები იყო “არაადამიანური”, რომელიც დღეს ორი ქვეყნის “საერთო ტკივილად” იქცა. 

 

სომხეთი ამ დრომდე ცდილობს მოიპოვოს თურქეთისგან აღიარება, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს მისი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობა გენოციდი იყო, თუმცა აღნიშნული ტერმინის გამოყენებას თურქეთი კატეგორიულად არ ეთანხმება.


რეჯეფ ტაიპ ერდოღანი
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი

მასალების გადაბეჭდვის წესი