ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს წევრობის სავარაუდო კანდიდატები მმართველი კოალიციიდან

28 აპრილი, 2014 • • 1131
თბილისის საკრებულოს წევრობის სავარაუდო კანდიდატები მმართველი კოალიციიდან

კანდიდატების შესახებ ამ ეტაპზე მმართველი კოალიციის წარმომადგენლები არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ საბოლოო სია ცნობილი მაისის დასაწყისში გახდება. 

 

“დედაქალაქის მაჟორიტარების სიის დაზუსტების პროცესი მიმდინარეობს. როგორც კი გახდება ეს შემადგენლობა ცნობილი, რა თქმა უნდა, გაკეთდება განცხადებები,”- განაცხადა დავით ნარმანიამ, თბილისის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” დღეს, 28 აპრილს.


ნეტგაზეთის კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, მელორ ვაჩნაძე ამბობს, რომ ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.


დაახლოებით იგივე პასუხი აქვს გია კორკოტაშვილს, რომელიც რუსთავი 2 -თან საუბარში აცხადებს:

 

“თუ იქნება ამხელა ნდობა, დავეჭიდები. ამ ქალაქში არ მყავს ცოტა ხალხი.” 

 

გულიკო ზუმბაძე კი, რომელიც რუსთავი 2-ის ცნობით, ასევე, სავარაუდო კანდიდატია ლილოს რაიონში, აცხადებს, ეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია. 

 

 “ჩვემთვის იმდენად ახლობელია ეს ტერიტორიები [ლილოს რაიონი], რომ, ვფიქრობ, ღალატის ტოლფასი იქნება, თუ სხვა ტერიტორიაზე ვიყრი კენჭს.”


მასალების გადაბეჭდვის წესი