ახალი ამბებისაზოგადოება

სომხეთში მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვეღარ შეჰყავთ – იმპორტიორების აქცია საზღვართან

18 ოქტომბერი, 2018 • 2177
სომხეთში მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვეღარ შეჰყავთ – იმპორტიორების აქცია საზღვართან

საქართველო-სომხეთის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელები სომხეთის ხელისუფლების დადგენილ შეზღუდვას აპროტესტებენ. ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ავრცელებს.

დაახლოებით 130 მარჯვენასაჭიანი ავტომობილის იმპორტიორი, რომელიც ქვეყანაში ავტომობილის შეტანას ითხოვს, ამბობს, რომ წლის დასაწყისში ხელისუფლების მიერ მიღებული კანონპროექტი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას მხოლოდ 1 აპრილიდან-1 ოქტომბრამდე ითვალისწინებდა, თუმცა მათთვის უცნობი იყო, რომ ეს აკრძალვა სამუდამოდ გაგრძელდებოდა.

სომხური მედიის ცნობით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვა 1 ოქტომბრის შემდეგაც გაგრძელდებოდა, მაშინვე გასაჯაროვდა, თუმცა იმპორტიორებს იმედი ჰქონდათ, რომ ახალი ხელისუფლება ამ კუთხით უფრო მეტად ლოიალური იქნებოდა და შეზღუდვას გააუქმებდა.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილი (მანქანა). ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი