ახალი ამბები

აშშ-მა საქართველოს ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა

18 ოქტომბერი, 2018 • 6975
აშშ-მა საქართველოს ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა

აშშ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ,,აილენდის” კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა. როგორც გადაცემის ცერემონიალზე განაცხადეს, გემები, “ოჩამჩირე და “დიოსკურია” “აილენდის” კლასის პირველი ხომალდებია.

ხომალდების გადაცემის ცერემონია ფოთში გაიმართა. მას შს მინისტრი, გიორგი გახარია და პრემიერი მამუკა ბახტაძე ესწერებოდნენ. ცერემონიაზე სიტყვით აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი გამოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი