რუსთავში, მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა

რუსთავში, მშენებლობიდან გადმოვადრნილი მუშა გარდაიცვალა. ამის შესახებ ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შსს-ვე ინფორმაციით, კაცი მშენებლობაზე იყო დასაქმებული. მომხდარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით იძიებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა  სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.