“თავზეხელაღებულის” (Daredevil-ის) მე-3 სეზონი 19 ოქტომბერს გამოდის (ტრეილერი)

“ნეტფლიქსი” 19 ოქტომბერს უშვებს სერიალ “თავზეხელაღებულის” (Daredevil-ის) მესამე სეზონს.

მთავარ როლებს იგივე მსახიობები შეასრულებენ: ჩარლი კოქსი დეარდევილს (მეტ მარდოკს) თამაშობს, დებორა ანა-უოლი — კარენ პეიჯს, ელდენ ჰენსონი — მეტის მეგობარ ფოგი ნელსონს.

სერიალში აქტიური როლით ბრუნდება ვინსენტ დ’ონოფრიო, რომელიც უილსონ ფისკს — კინგპინს — თამაშობს. ფისკი, რომელსაც VOX-ი ნეტფლიქსის საუკეთესო ვილანს უწოდებს, ამ სეზონში ციხიდან გამოდის და, სავარაუდოდ, მთავარი ანტაგონისტი იქნება.

სეზონში 13 სერია იქნება. ცამეტივე ეპიზოდი 19 ოქტომბერსვე იქნება ნეტფლიქსის მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი.

ნახეთ ტრეილერი:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.