ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი: რატომ არ უწესებენ ევროპის საბჭოში სანქციებს სომხეთს

26 აპრილი, 2014 • • 1347
ალიევი: რატომ არ უწესებენ ევროპის საბჭოში სანქციებს სომხეთს

“ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება. სომხეთმა უნდა დაიწყოს თავისი ჯარების გაყვანა აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. 

 

აზერბაიჯანის მოქალაქეები კითხულობენ, სომხეთი მიმართ რატომ არ გამოიყენება სანქციები, ევროპის საბჭოში რატომ არ ართმევენ ხმას სომხეთს? მათ სხვა ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს, არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, უხეშად არღვევენ გაეროს უშიშროების საბჭოს 4 რეზოლუციას. ამასთან, მათ მიმართ არანაირი სანქცია გამოყენებული არ არის, არანაირი დასჯადი ქმედება. 

 

კრიმინალური მთიანი ყარაბაღის რეჟიმის თვითმარქვია წარმომადგენლები უკანონოდ იღებენ ვიზებს ევროპის დედაქალაქებში ჩასასვლელად. ეს უკვე აუტანელია და ამას ბოლო უნდა მოეღოს,”- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სამიტზე.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი