ახალი ამბები

ქერჩის კოლეჯში აფეთქებაში ეჭვმიტანილმა სტუდენტმა თავი ადგილზე მოიკლა – RIA

17 ოქტომბერი, 2018 • 1655
ქერჩის კოლეჯში აფეთქებაში ეჭვმიტანილმა სტუდენტმა თავი ადგილზე მოიკლა – RIA

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ქერჩის აფეთქებაში ეჭვმიტანილი  22 წლის სტუდენტია. RIA-ის ინფორმაციით მან თავი ადგილზე მოიკლა.

როგორც გამოცემა სამთავრობო უწყებებზე დაყრდნობით წერს, ეჭვმიტანილმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით, სასწავლებლის შენობის მეორე სართულზე მოიკლა. ის ამავე კოლეჯის მე-4 კურსის სტუდენტი იყო.

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში, ტექნიკურ კოლეჯში აფეთქება  დღეს, 17 ოქტომბერს მოხდა. როგორც BBC იუწყება, აფეთქების შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა, 50-მდე კი დაშავდა. ყირიმში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

გამოძიება ტერაქტის მუხლით მიმდინარეობს. ამავე გამოცემის მიხედვით, დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა ახალგაზრდები არიან

მასალების გადაბეჭდვის წესი