ახალი ამბები

ლარი ბოლო ორ დღეში 5 თეთრით გაუფასურდა

16 ოქტომბერი, 2018 • 1247
ლარი ბოლო ორ დღეში 5 თეთრით გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, შედეგად, ლარი დოლართან 2 თეთრით, ევროსთან კი ერთი თეთრით გაუფასურდა. დღევენდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ხვალ, 17 ოქტომბერს დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.68 თეთრი იქნება.

ერთი ევროს ოფიციალური კურსი კი 3.10 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა 15 ოქომბერს ევროსა და დოლართან მიმართებით 3 თეთრით გაუფასურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი