ახალი ამბები

ვის აძლევს ხმას გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში?

16 ოქტომბერი, 2018 • 2701
ვის აძლევს ხმას გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში?

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, თუ ვის აძლევს ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის ხმას აძლევს საქართველოს, რომელიც მტკიცეა საკუთარი მიწა-წყლის დაცვის გადაწყვეტილებაში.

“მე მივცემ ხმას საქართველოს, რომელიც მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში, ისე როგორც 5-10-15 საუკუნის წინ, დაიცვას თავისი მიწა-წყალი; გაანადგუროს მტერი, რომელიც შემოსულია და დაიპყრო ჩვენი სამშობლო; უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების დაცულობა და სიამაყე ამ სამშობლოში ცხოვრებით; გახდეს და იყოს კაცობრიობის კულტურისა და სულიერების ერთ-ერთი აკვანი. მაგრამ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა არსებობდეს, ჩვენი მებრძოლები უნდა იყვნენ გამაგრებულნი იმ სიმტკიცით, რომელსაც მათ პოლიტიკოსები ვაძლევთ, რომ სამშობლოს დაცვა არის ყველაზე დიდი ღირსება და არასოდეს არცერთი წვეთი ქართული სისხლისა, რომელიც დაიღვრება ჩვენი სამშობლოს დაცვაში, არ იქნება ტყუილად და არ იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებული”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი