ახალი ამბებიეკონომიკა

სავარაუდოდ, ლარის გაუფასურებამ სიგარეტები 10 და 20 თეთრით გააძვირა

16 ოქტომბერი, 2018 • 3028
სავარაუდოდ, ლარის გაუფასურებამ სიგარეტები 10 და 20 თეთრით გააძვირა

საქართველოს ყველა მარკეტში, სადაც თამბაქო იყიდება, სიგარეტის ფასები 10 და 20 თეთრით გაიზარდა. ნეტგაზეთს თამბაქოს მწარმოებელ-იმპორტიორ რამდენიმე კომპანიაში განუცხადეს, რომ ფასების ზრდა ცალსახად უკავშირდება ლარის გაუფასურებას.

სიგარეტით მოვაჭერეები ამბობენ, რომ დარჩენილ სიგარეტებს კვლავ ძველ ფასებში ყიდიან, თუმცა ახალი პროდუქცია 10 და 20 თეთრით ძვირად მიიღეს, რის გამოც იძულებული გახდნენ, თავადაც გაეზარდათ ფასები.

“თითქმის ყველა სიგარეტი 10 თეთრით გაძვირდა, ხოლო პარლამენტი და მსგავსი სიგარეტები- 20 თეთრით. დავიდოვი და გალუაზი ჯერ არ მიგვიღია, რის გამოც იმავე ფასად ვყიდით დარჩენილებს. ხვალ მოიტანენ ორივეს 10 ან 20 თეთრით ძვირად და ჩვენც მოგვიწევს ფასის გაზრდა”, – უთხრა ნეტგაზეთს ერთ-ერთი თამბაქოს მაღაზიის მენეჯერმა.

ეროვნულმა ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 15 ოქტომბრის მდგომარეობით, სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან 3 თეთრით გაუფასურდა. დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.66 ლარია, ხოლო გუშინ ლარის კურსი აშშ დოლართან 2.63 ლარს შეადგენდა.

ლარი დოლართან 3 თეთრით გაუფასურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი