ახალი ამბები

Microsoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი პოლ ალენი გარდაიცვალა

16 ოქტომბერი, 2018 • 2641
Microsoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი პოლ ალენი გარდაიცვალა

Microsoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი პოლ ალენი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. CNN-ის ცნობით, ბიზნესმენის გარდაცვალების მიზეზი ლიმფური სისტემის კიბო გახდა.

ალენმა და ბილ გეითსმა მაიკროსოფტი 1975 წელს ერთად დააფუძნეს. კომპანიის დამფუძნებლებმა ერთმანეთი ჯერ კიდევ სიეტლის ერთ-ერთი კერძო სკოლაში გაიცნეს. პოლ ალენმა კომპანია 80-იან წლებში დატოვა. BBC-ის ინფორმაციით, Microsoft-ის დატოვების მიზეზი კიბოს დიაგნოზი გახდა. 1986 წლიდან ალენმა დამოუკიდებლად გააგრძელა ბიზნესსაქმიანობს და დააფუძნა საინვესტიციო კომპანია “ვულკანი”.

“გული მეტკინა ჩემი ძვირფასი და ყველაზე ახლო მეგობრის დაკარგვის გამო. პოლი ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო, მეტიც, პერსონალური კომპიუტერები პოლის გარეშე არ იარსებენდა,”-განაცხადა ბილ გეითსმა.

ალენის გარდაცვალებას მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსიც გამოეხმაურა.

“მისი სწრაფვა ინოვაციების სფეროში ბევრისთვის შთაგონების წყარო გახდა. ძალიან ვწუხვარ რომ პოლმა დაგვტოვა,” – წერს ბეზოსი.

პოლ ალენი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრეს ადამიანად მიიჩნეოდა. 20 მილიარდი აშშ დოლარით Microsoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი Forbes-ის რეიტინგში 44-ე ადგილს იკავებდა. როგორც CNN წერს, პოლ ალენს 2 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი